Stand

​სტენდები - შტენდერები არის მსუბუქი მასალისაგან დამზადებული კონსტრუქცია, რომელზედაც მაგრდება ბანერი, სხვადასხვა სახის პროდუქციის რეკლამირებისთვის. შტენდერები არსებობს სხვადასხვა ფორმის და კონფიგურაციის. განასხვავებენ Roll Up შტენდერებს, X და L შტენდერებს. შტენდერების უპირატესობა სხვა ბანერის დასამაგრებელი კონსტრუქციისგან განსხვავებით, არის პორტატულობა, აგრეთვე შესაძლებელია ბანერის შეცვლა რამოდენიმეჯერ და ამ შემთხვევაში თქვენ ზოგავთ კონსტრუქციის თანხას.  გამოიყენება პრეზენტაციებისთვის, საგამოფენო დარბაზებისთვის, დაბადების დღის მილოცვისთვის და სხვა ნებისმიერი სახის რეკლამირებისთვის 

 
შტენდერი Roll-up 1
ამოსაქაჩი სტენდი
კომპანია Solway გთავაზობთ საახალწლო ფასდაკლებას ამოსაქაჩ (roll-up) შტენდერზე, რომელიც უფრო მოსახერხებელი ზედა სამაგრი სისტემით არის აღჭურვილი. სხვა roll-up-ებისგან განსხვავებით მისი სამაგრი არ საჭიროებს ზედა მხარის დაწებებას, "დასკოჩვას" და გადაკერვას. რთულად დასამონტაჟებელი მილის სისტემის ნაცვლად, ჩვენ გთავაზობთ კლიპ სისტემას რომელიც მარტივად მონტაჟდება: მისი მონტაჟისთვის საჭიროა უბრალოდ შიგთავსის ზედა სამაგრში ჩადება და კლიპ სისტემის დახურვა. სრულ კომპლექტში შედის საყრდენი ჯოხი, ჩახვევის საწინააღმდეგო გასაღები და მოსახერხერხებელი ორფენოვანი ჩანთა ადვილად ჩადება-ამოღებისთვის. ზომები: 100სმX200სმ, 85სმX200სმ 80სმX200სმ.
მასალა:   ალუმინი
ტიპი:   ამოსაქაჩი
ფეხი:   ალუმინის 2 ც
ზომა:   80, 85, 100 X200 სმ
 
მომრგვალებული ამოსაქაჩი შტენდერი
ამოსაქაჩი სტენდი

ეს ამოსაქაჩი შტენდერი ვიზუალურად, განსვავებული ფორმებით გამოირჩევა, იგი აღჭურვილია, ყველაზე მოსახერხებელი, ზედა სამაგრი სისტემით. სვა Roll Up -ებისგან განსხვავებით მისი სამაგრი არ საჭიროებს ზედა მხარის დაწებებას "დასკოჩვას" და გადაკერვას. რთულად დასამონტაჟებელი მილის სისტემის ნაცვლად, ჩვენ გთავაზობთ კლიპ სისტემას რომელიც მარტივად მონტაჟდება: მისი მონტაჟისთვის საჭიროა უბრალოდ შიგთავსის ზედა სამაგრში ჩადება და კლიპ სისტემის დახურვა. სრულ კომპლექტში შედის საყრდენი ჯოხი, ჩახვევის საწინააღმდეგო გასაღები და მოსახერხერხებელი ორფენოვანი ჩანთა ადვილად ჩადება-ამოღებისთვის.

 

ზომები:  80სმX200სმ.

მასალა:   ალუმინი
ტიპი:   ამოსაქაჩი
ფეხი:   ალუმინის 
ზომა:   80 X200სმ
 
X შტენდერი (სტენდი)
თერმო მასალა Flex

X შტენდერი არის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და მარტივი სისტემა სარეკლამო ბანერისათვის. ამ სადგამების რეგულირებადი დამჭერის მერშვეობით შეძლებთ მარტივად დაამაგროთ მასში სხვადასხვა ზომის ბანერი.

სხვა შტენდერებისაგან განსხვავებით ამ შტენდერს ჯოხები მონტაჟი და აწყობა არ სჭირდება, მას უბრალოდ გაშლით და დადგამთ. მისი ზომებია 60სმ X 160სმ

მასალა:   ალუმინი
ტიპი:   X
ფეხი:   ალუმინის 2 ც
ზომა:   60X160სმ

 

X შტენდერი (სტენდი)
თერმო მასალა Flex

L შტენდერი ერთ ერთი ყველაზე მსუბუქი სტენდია პატარა სტენდებს შორის. სხვა სტენდებისგან გასხვავებით L სტენდს აქვს მაქსიმალური ვიზუალიზაცია.  L შტენდერი X შტენდერის მსგავსად ეკონომიურია და არ საჭიროებს ზედმეტ გულისხმევას ბანერის ჩამაგრებისთვის. L სტენდის კონსტრუქცია შედგება ორი ალუმინის მილისაგან (ზედა და ქვედა) და ერთი მილისაგან რომელიც იკეცება სამ ნაწილად, რომელიც რეგულირებადია და მოსახერხებელია ბანერის მაქსიმალურად დაჭიმვისთვის. L შტენდერი X შტენდერისგან განსხვავებით უფრო მყარად დგას და ადვილად არ ყირავდება. მისი ზომებია 60სმ X 160სმ

მასალა:   ალუმინი
ტიპი:   L
ფეხი:   ალუმინის
ზომა:   60X200სმ