მაისურები

 
მაისურები

გაყიდვაში გვაქვს ევროპული ხარისხის უნისექს მაისურები, რომელიც საუკეთესოა არა მარტო პრომო აქციებისათვის, არამედ ყოველდღიური მოხმარებისათვის. 100%-იანი ბამბის ქსოვილი, საუკეთესოა ზაფხულის ცხელი დღეების გრილად გასატარებლად. მაისურის ფორმა მორგებულია ტანზე და არ უშლის მოძრაობას ხელს. ჩვენი მაისურები სტანდარტულ მაისურებთან შედარებით ცოტა უფრო გრძელია და ლამაზად დგას ტანზე. ჩვენს მაისურებზე შეგიძლიათ ნებისმიერი ტექნოლოგიით გადაიტანოთ-დაბეჭდოთ ნახატი თუ წარწერა. ამ მაისურების წარმოებისას გათვალისწინებულია ყველა ის პარამეტრი, რომელიც საჭიროა თერმო სუბლიმაციური მასალებით ბეჭდვისთვის, იმ მასალებისთვის, რომელსაც ჩვენ ვყიდით. მაისურები, რომელსაც გთავაზობთ საუკეთესოა აგრეთვე ფურცლოვანი თერმოსუბლიმაციური მასალისათვის და ჭავლური პრინტერით საბეჭდი ფურცლოვანი მასალისათვისაც. 

.
 
პრომო მაისური

მაისურის შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მაისურის ხარისხს, რაც განისაზღვრება მაისურის დამზადების დროს გავლილი ყველა საწარმოო პროცესის ხარისხიანად შესრულებით. ყველა ამ ეტაპის კვალიფიციურად შესრულება და ასევე თანამედროვე დანადგარების გამოყენება, იძლევა შედეგს, რომელსაც ხარისხიანი, ევროპული პროდუქცია ჰქვია. გაგაცნობთ ყველა იმ პროცესს, რომელსაც გადის Gildan -ის ფირმის მაისური საბოლოო სახემდე: ქსოვილის დამზადებისთვის გამოყენებულია ძაფი, რომელიც მაღალი ხარისხისაა და სათანადოდ არის დამუშავებული. გამოყენებულია   ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს მდგრადი საღებავები, რომლის მეშვეობითაც იღებება ქსოვილი. დამზადებული ქსოვილი გამოიჭრება კვალიფიცირებულად შედგენილი თარგით. საბოლოოდ უკვე შეკერვის ხარისხი,რაც ქმნის მაისურის ვიზუალურ მხარეს, შესრულებულია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კომპონენტი ქმნის ხარისხიან მაისურს, რასაც ჩვენ ევროპულ ხარისხს ვეძახით და ეს სახელი ჩვენთვის ხარისხის უტყუარი გარანტიაა. 

ბამბის შემცველობა:   100%
ბრენდი:    საერთაშორისო
მაისურების ფერები
 მაისურის ფერები
 

მაისურის ზომები

S

M

L

XL

https://utteam.com/utt_img/specimages/5gozfr_tshirt.png

მაისურის სიგრზე (A)

70

73

76

78

გულმკერდის სიგანე (B)

46

51

56

61

ზომა ზურგის ცენტრიდან სახელოს ბოლომდე (C)

40

43

46

50

გრძელსახელოებიანი მაისურის ზომები

S

M

L

XL

https://utteam.com/utt_img/specimages/5gozfr_tshirt.png

მაისურის სიგრზე (A)

70

73

76

78

გულმკერდის სიგანე (B)

46

51

56

61

ზომა ზურგის ცენტრიდან სახელოს ბოლომდე (C)

81

85

90

93