შესვლა/რეგისტრაცია
Search
Close this search box.

ინსტრუქცია – 5901 Subli-Flock საბეჭდი ფირი

ინსტრუქცია საბეჭდი Flock
საბეჭდი FLOCK, თერმო დამცავი თეთრი პოლიესტერის ფირი, ნახევრად პრიალა, სილიკონის დამცავი შრით. სპეციალურად შექმნილი სუბლიმაციური ბეჭდვისთვის, ასევე UV საღებავზე ბეჭდვისთვის. ბოჭკოების სიმკვრივის გამო ფერები და გარჩევადობა არის უმაღლესი ხარისხის. ფირს აქვს შესანიშნავი რეცხვამედეგობა და მდგრადია გაყვითლების მიმართ. უსაფრთხოების ხარისხი OEKO-TEX STANDARD 100 Category 1-ის შესაბამისად.

1 – საჭიროა ვიზუალური პროგრამა, რომელშიც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ლოგოს ან წარწერის შექმნას. ფაილი აუცილებლად უნდა შეინახოთ Vector ფორმატში (მაგ. .ai ; .eps ; .pdf ; .svg).

2  – საჭრელ პლოტერში უნდა მოვათვსოთ ფირი და აპარატი უმაღლესი სიზუსტითა და ცდომილების გარეშე ამოსერავს სასურველ ლოგოს ან წარწერას.

3 – ამოჭრის შემდეგ ზედმეტი დეტალებისგან გავათავისუფლოთ, გავფრცქვნათ ფირი

4 – თერმო პრესი უნდა გააცხელოთ იმ ტემპერატურაზე, რაც მოცემულია კონკრეტული მასალის სპეციფიკაციის ცხრილში.

5 – მოვათავსოთ ტექსტილი თერმო პრესის ქვეშ 15 წამის განმავლობაში.

6 – ტექსტილზე, სასურველ ადგილას განათავსებთ ამოსერილ ფირს და გარკვეული წნევით  და დროით ვაჩერებთ თერმო პრესის ქვეშ.

7 – გახსნისას ფირს უნდა მოშორდეს სილიკონის დამცავი შრე და დამატებით დაიპრესოს 3 წამი, რათა მივიღოთ იდეალური შედეგი.

ტექსტილზე ლოგოს/წარწერის გადაყვანა შესრულებულია!

პროდუქცია იხილეთ აქ

მენიუ