შესვლა/რეგისტრაცია
Search
Close this search box.

ინსტრუქცია – Poli-Flex Glitter სასერი ფირი

POLI-FLEX ® Pearl GLITTER ქსოვილზე გადასაყვანი ფირი. გამოარჩევს ბრჭყვიალა ნაწილაკები. უნიკალური ტექნოლოგიით ბრჭყვიალების ადჰეზია ფირთან არის ძლიერი, რაც უზრუნველყოფს რეცხვიდან რეცხვამდე მის გამძლეობას ქსოვილზე. გამოიყენება ბამბისა და პოლიესტერის ქსოვილზე, ასევე სპორტულ ჩანთებსა და ტანსაცმელზე. უსაფრთხოების ხარისხი OEKO-TEX STANDARD 100 Category 1-ის შესაბამისად.

Flex_ის ტიპის ფირზე მუშაობა საკმაოდ ადვილია და მოიცავს რამოდენიმე ნაბიჯს.

1 – საჭიროა ვიზუალური პროგრამა, რომელშიც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ლოგოს ან წარწერის შექმნას. ფაილი აუცილებლად უნდა შეინახოთ Vector ფორმატში (მაგ. .ai ; .eps ; .pdf ; .svg).

2  – საჭრელ პლოტერში უნდა მოვათვსოთ თვენთვის სასურველი ფერის Flex_ის ფირი და აპარატი უმაღლესი სიზუსტითა და ცდომილების გარეშე ამოსერავს სასურველ ლოგოს ან წარწერას.

3 – ამოჭრის შემდეგ ზედმეტი დეტალებისგან გავათავისუფლოთ, გავფრცქვნათ ფირი

4 – თერმო პრესი უნდა გააცხელოთ იმ ტემპერატურაზე, რაც მოცემულია კონკრეტული მასალის სპეციფიკაციის ცხრილში.

5 – მოვათავსოთ ტექსტილი თერმო პრესის ქვეშ 15 წამის განმავლობაში.

6 – ტექსტილზე, სასურველ ადგილას განათავსებთ ამოსერილ Flex-ს და გარკვეული წნევით  და დროით ვაჩერებთ თერმო პრესის ქვეშ.

7 – გახსნისას ფირს უნდა მოშორდეს სილიკონის დამცავი შრე და დამატებით დაიპრესოს 3 წამი, რათა მივიღოთ იდეალური შედეგი.

ტექსტილზე ლოგოს/წარწერის გადაყვანა შესრულებულია!

პროდუქტის სანახავად დააჭირეთ აქ 

მენიუ