შესვლა/რეგისტრაცია
Search
Close this search box.

ფასდაკლება საბეჭდ მასალებზე

?დიდი ფასდაკლება საბეჭდ მასალებზე
?შექმენით თქვენთვის სასურველი დიზაინი ჩვენთან ერთად
?40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს:
▪️JY107 ამრეკლი ქსოვილი
?12.5%-იანი ფასდაკლება მოქმედებს:
▪️საბეჭდი და სასერი Poli-Flex
▪️საბეჭდი და სასერი Turbo
▪️Subli-Flock
▪️4030 საბეჭდი ფირი
▪️451 საბეჭდი ფირი გლითერებით
კომპანია სოლვეი ოფიციალური დისტრიბუტორია გერმანული კომპანია Poli Tape GMBH -სი საქართველოში. კომპანია პოლიტაიპი, მსოფლიო ბაზარზე დომინირებს, როგორც მაღალი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალების მწარმოებელი. ასეთ მომწოდებელთან პარტნიორობა, სტაბილურობის უმაღლეს სტანდარტს გვთავაზობს. მასალის ყოველი პარტია, მუდიმივად იქნება ერთი და იგივე სისქისა და ფერის. ამ მასალების სპეციალური ზედაპირი გვაძლევს საშუალებას დავსეროთ უწვრილესი დეტალებიც კი, ხოლო წებოვანი ლაინერი გვიმარტივებს გასუფთავებას, და ამცირებს გაფრცქცნისას დაშვებულ შეცდომებს. აღსანიშნავია რომ Poli Tape ს მასალები  შეესაბამება OEKO სტადარტებს, არ შეიცავს PVC ს და სხვა საზიანო ნივთიერებებს.

ფირზე მუშაობა საკმაოდ ადვილია და მოიცავს რამოდენიმე ნაბიჯს.

ნაბიჯი 1 – საჭიროა ვიზუალური პროგრამა, რომელშიც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ლოგოს ან წარწერის შექმნას. ფაილი აუცილებლად უნდა შეინახოთ Vector ფორმატში (მაგ. .ai ; .eps ; .pdf ; .svg).

ნაბიჯი 2  – საჭრელ პლოტერში უნდა მოვათვსოთ თვენთვის სასურველი ფერის Flex_ის ფირი და აპარატი უმაღლესი სზუსტითა და ცდომილების გარეშე ამოსერავს სასურველ ლოგოს ან წარწერას.

ნაბიჯი 3 – ამოჭრის შემდეგ ზედმეტი დეტალებისგან გავათვისუფლოთ, გავფრცქვნათ ფირი

ნაბიჯი 3 – თერმო პრესი უნდა გააცხელოთ იმ ტემპერატურაზე, რაც მოცემულია კონკრეტული მასალის სპეციფიკაციის ცხრილში.

ნაბიჯი 4 – მოვათავსოთ ტექსტილი თერმო პრესის ქვეშ 5 წამის განმავლობაში.

ნაბიჯი 5 – ტექსტილზე, სასურველ ადგილას განათვსებთ ამოსერილ Flex-სს და გარკვეული წნევით  და დროით ვაჩერებთ თრმო პრესის ქვეშ.

ნაბიჯი 6 – გახსნისას ფირს უნდა მოშორდეს სილიკონის დამცავი შრე. ასევე რეკომენდირებულია დამატებითი 3 წამიანი დაწნეხვა, რათ მივიღოთ იდეალური შედეგი.

ტექსტილზე ლოგოს/წარწერის გადაყვანა შესრულებულია!

მენიუ