POLI-FLEX TURBO არის ეკოლოგიურად სუფთა პოლიურეთანის მატი ფირი,ტურბო სერიის, ყველა ტიპის ტექსტილისთვის.TURBO PRINT 4036 MATT გთავაზობთ ბეჭდვის მაღალ გარჩევადობას მქრქალი ზედაპირით და აქვს სასიამოვნო რბილი ტექსტილის შეხება.სპეციალური ზედა საფარის გამო, ფირი იძლევა რეცხვის მიმართ მედეგობას.
თერმო ფირი შესაფერისია ქსოვილებზე გადასატანად, როგორიცაა ბამბა, პოლიესტერი, დაუფარავი ნეილონი, პოლიესტერი/ბამბა და პოლიესტერი/აკრილის ნარევები.
ნეილონის გამოყენებისთვის, რომელიც დამუშავებულია ნებისმიერი სახის საფარით, გთხოვთ შეამოწმოთ ვარგისიანობა.
TURBO PRINT 4036 MATT თავსებადია ყველა მიმდინარე პრინტერთან, რომლებიც იყენებენ ეკო გამხსნელს, გამხსნელს და ლატექსის მელანს. ახლად შემუშავებული, თვითწებვადი PET ფირის წყალობით, ძალიან პატარა ასოებიც კი ადვილად შეიძლება დაიჭრას ყველა პლოტერით ბეჭდვის პროცესში.
ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ POLI-TACK 854 / 870, როგორც დამცავი თერმო ფირი.
OEKO-TEX STANDARD 100 Category 1-ის შესაბამისად. არ შეიცავს ტყვიას, პვქ-ს და სხვა მავნე ნივთიერებებს. გამოიყენება ბამბისა და პოლიესტერის ქსოვილზე გადასაყვანად, სპორტულ ტანსაცმელზე, სპორტულ ჩანთებსა და მაისურებზე გადასაყვანად. POLI-FLEX® TURBO არის ინოვაციური და უნივერსალური ფირი, განსხვავებით ჩვეულებრივი FLEX_ისგან, TURBO_ს გამოიყენება ასევე შეიძლება ნეილონზე
1 – საჭიროა ვიზუალური პროგრამა, რომელშიც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ლოგოს ან წარწერის შექმნას. ფაილი აუცილებლად უნდა შეინახოთ Vector ფორმატში (მაგ. .ai ; .eps ; .pdf ; .svg).
2 – საჭრელ პლოტერში უნდა მოვათავსოთ ფირი და აპარატი უმაღლესი სიზუსტითა და ცდომილების გარეშე ამოსერავს სასურველ ლოგოს ან წარწერას.
3 – ამოჭრის შემდეგ ზედმეტი დეტალებისგან გავათავისუფლოთ, გავფრცქვნათ ფირი
4 – თერმო პრესი უნდა გააცხელოთ იმ ტემპერატურაზე, რაც მოცემულია კონკრეტული მასალის სპეციფიკაციის ცხრილში.
5 – მოვათავსოთ ტექსტილი თერმო პრესის ქვეშ 15 წამის განმავლობაში.
6 – ტექსტილზე, სასურველ ადგილას განათავსებთ ამოსერილ ფირს და გარკვეული წნევით და დროით ვაჩერებთ თერმო პრესის ქვეშ.
7 – გახსნისას ფირს უნდა მოშორდეს სილიკონის დამცავი შრე და დამატებით დაიპრესოს 3 წამი, რათა მივიღოთ იდეალური შედეგი.
ტექსტილზე ლოგოს/წარწერის გადაყვანა შესრულებულია!
სამუშაო განრიგი:
– ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 18:00
– შაბათი | 11:00 – 16:00