ინსტრუქცია – Poli-Flex Image სასერი ფირი

ინსტრუქცია POLI-FLEX Image
POLI-FLEX IMAGE არის სპეციალური ზედაპირის მქონე ინოვაციური ფირი, რომელიც რეკომენდირებულია ბამბისა და პოლიესტერის  ქსოვილზე სამუშაოდ. POLI-FLEX IMAGE ინოვაციურობა არის მისი რამოდენიმე განსხვავებული ტიპი, როგორებიცაა

LUMINOUS – ფოსფორის ფირი, თეთრი, დღისით აგროვებს მზის ენერგიას და ღამით მანათობელი ეფექტით გამოირჩევა.

STARFLEX – ბრჭყვიალა ფირი, თვალსაჩინო და გარდამავალი ბზინვარება, ფერების დიდი არჩევანი

CHALKBOARD – ფირი, რომლის ქსოვილზე გადაყვანის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ცარცით დაწეროთ/დახატოთ. იწმინდება მარტივად.

DESIGN – რამოდენიმე კამუფლაჟის ტიპი

CARBON – კარბონის ვიზუალის მქონე ფირი. შავი, თეთრი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი შეფერილობით

GLITTER – ბზინვარე მინიატურული კრისტალებით გაფირმებული ფირი, ფერების არჩევანი.

MIRROR – სარკის ეფექტი თქვენს ქვენს ქსოვილზე!

DIMENSION – გლუვი, შედარებით სქელი სპეც ფირი 3D ეფექტის მისაღებად.

უსაფრთხოების ხარისხი OEKO-TEX STANDARD 100 Category 1-ის შესაბამისად.

LUMINOUS – ფოსფორის ფირი, თეთრი, დღისით აგროვებს მზის ენერგიას და ღამით მანათობელი ეფექტით გამოირჩევა.

1 წუთი პირდაპირი მზის სხივების მიღების შემდეგ, შესაძლებელია გაანათოს დაახლოებით 20 საათი.

1 – საჭიროა ვიზუალური პროგრამა, რომელშიც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ლოგოს ან წარწერის შექმნას. ფაილი აუცილებლად უნდა შეინახოთ Vector ფორმატში (მაგ. .ai ; .eps ; .pdf ; .svg).

2  – საჭრელ პლოტერში უნდა მოვათვსოთ თვენთვის სასურველი ფერის Flex_ის ფირი და აპარატი უმაღლესი სიზუსტითა და ცდომილების გარეშე ამოსერავს სასურველ ლოგოს ან წარწერას.

3 – ამოჭრის შემდეგ ზედმეტი დეტალებისგან გავათავისუფლოთ, გავფრცქვნათ ფირი

4 – თერმო პრესი უნდა გააცხელოთ იმ ტემპერატურაზე, რაც მოცემულია კონკრეტული მასალის სპეციფიკაციის ცხრილში.

5 – მოვათავსოთ ტექსტილი თერმო პრესის ქვეშ 15 წამის განმავლობაში.

6 – ტექსტილზე, სასურველ ადგილას განათავსებთ ამოსერილ Flex-ს და გარკვეული წნევით  და დროით ვაჩერებთ თერმო პრესის ქვეშ.

7 – გახსნისას ფირს უნდა მოშორდეს სილიკონის დამცავი შრე და დამატებით დაიპრესოს 3 წამი, რათა მივიღოთ იდეალური შედეგი.

ტექსტილზე ლოგოს/წარწერის გადაყვანა შესრულებულია!

ქსოვილზე გადატანის და რეცხვის პირობები

 

პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ აქ