AUP-T მინი თერმო პრესი

917.56 

არ არის მარაგში

ეს თერმოპრესი გამოირჩევა იმით, რომ არის არასტაციონარული, რაც საშუალებას გვაძლევს მარტვად დავბეჭდოთ ისეთ მასალებზე, რომლის სტაციონალურ თერმულ წნეხში მოქცევა მოუხერხებელია. გარდა ამისა მისი მოსახერხებელი დიზაინი ამარტივებს მაისურზე აპლიკაციის გასწორებას. ეს პრესი არის მობილური და მჩატე რაც გვაძლევს შემდეგ უპირატესობებს: სწრაფი და მოქნილი, არ იკავებს დიდ ადგილს, იდეალურია მცირე ლოგოების გადასაყვანად დიდი ზომის ტექსტილზე.

თერმო პრესი გამოიყენება ზედაპირზე თერმული მეთოდით ბეჭდვისთვის. დანადგარს ყველაზე ფართო გამოყენება ტექსტილის ზედაპირზე ბეჭდვაში აქვს. თერმული პრესის მუშაობის პრინციპი შემდეგია – ზედა, მოძრავი ნაწილი ცხელდება მითითებულ ტემპერატურაზე, ქვედა, რეზინის ნაწილზე კი თავსდება ტექსტილი ან სხვა მატერიალი. ტექსტილზე ვადებთ თერმულ მასალას, რის შემდეგაც ვკეტავთ თერმო პრესს. დახურვის შედეგად მხურვალე ზედაპირი ედება ტექსტილსა და თერმულ მასალას, რის შედეგადაც ხდება ტექსტილზე თერმული მასალის ჩადნობა.

 

Solway ს პრესები იწარმოება კონტრაქტორ კომპანიასთან,  კომპანია სოლვეის ხარისხის კონტროლის ქვეშ, რაც არის გარანტორი გრძელვადიანი მუშაობისა და სტაბილურობის. ჩვენთან მიიღებთ ტრეინინგს, კონსულტაციას და სერვისს დაზიანებულ პრესზე.

მსგავსი პროდუქტები