შესვლა/რეგისტრაცია
Search
Close this search box.

DTF პრინტერი

DTF პრინტერი

✅Solway ახლა უკვე გთავაზობთ DTF პრინტერებს
✅DTF არის პირდაპირ ფირზე ბეჭდვის ტექნოლოგია
✅ მაღალი ხარისხის ბეჭდვა
✅ იდეალურია მასალებისა და აპლიკაციების ფართო სპექტრისთვის
✅ სწრაფი

DTF პრინტერი გთავაზობთ მაღალხარისხიან ფირზე ბეჭდვას.  ამ დანადგარში იდება ფირი, რომელზეც იბეჭდება თქვენთვის სასურველი დიზაინი ჯერ CMYK, ხოლო ზემოდან ადებს თეთრ საღებავს. დაბეჭდილ დიზაინზე ეყრება სპეციალური ფხვნილი, რომელიც სითბოზე დნება. ამის საშუალებით ხდება ნაბეჭდის ტექსტილზე გადაყვანა. შემდეგ ფირი გადის ე.წ Shaker-ში, რათა თანაბრად გადანაწილდეს ტექსტილზე დაბეჭდილ სველ ზედაპირზე და ამასთანავე,  მოშორდეს ზედმეტი ფხვნილი. სითბოში ფხვნილი და თეთრი საღებავი ერთმანეთს ერევა და შრება, რაც ქმნის ზედაპირს, რომელიც საბეჭდად არის გამზადებული. პრინტერი აღჭურვილია ადვილად ასავსები საღებავის რეზერვუარებით, ამიტომაც თქვენ აღარ მოგიწევთ კატრიჯების მუდმივი ცვლა.

საღებავი იყიდება ბოთლში, რომელსაც მინიმალურამდე დაყავს რეზერვუარის ავსებისას ხელების დასვრის ან საღებავის დაღვრის ალბათობა.

საბეჭდ თავაკში არსებული ხვრელები, ერთერთი ყველაზე მსხვილია მწარმოებლებს შორის, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან ოპერირებას, არ იჭედება საღებავი და არ მოითხოვს ხშირ სერვისს

გასათვალისწინებელია, რომ არაორიგინალი საღებავის გამოყენების შემთხვევაში გარანტია ავტომატურად უქმდება.

სასურველია გამოიყენოთ rip software

მენიუ