2013.01 ₾
სიგანე 30სმ
2 საწყობშია
“შეიქერი” ავტომატურად აყრის ფხვნილს და ანაწილებს თანაბრად,მას შემდეგ რაც, DTF პრინტერი დაბეჭდავს თქვენთვის სასურელ დიზაინს. დანადგარში ჩამონტაჟებულია სითბოს გამცემი სისტემა, რომლის საშუალებითაც წებოვანი მასალის ზუსტი რაოდენობა ადნება დიზაინს.
დანადგარში ჩამონტაჟებულია ეკრანი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტემპერატურის კონტროლი. ასევე ახასიათებს ავტომატური რეჟიმი, რომელიც მოიცავს ფირის დახვევას, ფხვნილის თანაბარ გადანაწილებას სველ ზედაპირზე, “დაფერთხვას” და გაშრობას. ასევე შესაძლებელია, სურვილისამებრ, ჩართოთ გაგრილების ფუნქცია, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს ბეჭდვის პროცესს.
“შეიქერი” ასევე იმით გამოირჩევა, რომ არის ბორბლებზე, რაც მის გადაადგილებას კიდევ უფრო ამარტივებს
ეს კონკრეტული მოდელი განკუთვნილია 30სმ-იანი სიგანის ფირისთვის
DTF (Direct to Film) ტექნოლოგია არის ფირზე პირდაპირ ბეჭდვის მეთოდი. ასეთი ბეჭდვის დროს, DTF საბეჭდი დანადგარის მეშვეობით ესხმევა CMYK ანაბეჭდი, ხოლო ზემოდან თეთრი, დამფარავი საღებავი. დაბეჭდილი მასალა შემდეგ გადის ე.წ. Shaker ში. მისი მთავარი ფუნქცია საღებავზე სპეციალური ფხვნილის განაწილებაა. ვინაიდან მასალაზე საღებავი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ სველია, ფხვნილი ადვილად ეწებება საღებავის ბოლო, თეთრ შრეს. ფხვნილით დაფარული ანაბეჭდი შედის ღუმელში, რომელშიც ხდება ფხვნილის დადნობა და საღებავის გაშრობა. ღუმელიდან ფირი ავტომატურად ეხვევა რულონზე. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, შესაძლებელია ნაბეჭდის უშუალოდ ტექსტილზე გადატანა.
ნაბეჭდის ტექსტილზე გადატანისთვის, უნდა მოათავსოთ ტექსტილი თერმო პრესში, დაადოთ ნაბეჭდი მასალა ზევიდან და დაწნეხოთ რამდენიმე წამი.
43.85 ₾ Original price was: 43.85 ₾.38.16 ₾Current price is: 38.16 ₾.
65.42 ₾
53.01 ₾
39.59 ₾
19.46 ₾
38.25 ₾
1 საწყობშია
946.11 ₾
არ არის მარაგში
1214.51 ₾
სამუშაო განრიგი:
– ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 18:00
– შაბათი | 11:00 – 16:00