AP1715 ტექსტილის თერმო პრესი [3 ზომა]

2017.28 2756.95 

ზომა
Price
40X60
2756.95 

3 საწყობშია

40X50
2185.39 

4 საწყობშია

38X38
2017.28 

4 საწყობშია

Items: 0

Total: 0.00 

ეს თერმული პრესი არის ნახევრად ავტომატური, იკეტება მექანიკურად და იღება ავტომატურად მითითებული დაპრესვის დროის დასრულების შემდეგ. ვინაიდან პრესს არ ჭირდება ხელით გახსნა, ოპერატორს ეძლევა საშუალება დაპრესვის დრო გამოიყენოს შემდეგი ანაბეჭდის მომზადებისთვის, თერმული მასალის მოსწორებისთვის და ა.შ. ავტომატური გახსნის ფუნქცია გვაძლევს ასევე დამატებით უსაფრთხოებას, ვინაიდან იგი გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს, და შეუძლებელია მატერიალი დარჩეს გაცხელებულ ზედაპირთან კონტაქტში დაპრესვის დროის გასვლის შემდეგ. თერმულ წნეხს გააჩნია ასახდელი ტიპის გაცხელებადი ზედაპირი და გამოსაგორებელი საბაზო ზედაპირი, რაც იძლევა საბეჭდ ზედაპირზე გაუმჯობესებულ წვდომას და ამცირებს მიდგომის პრობლემას.

თერმო პრესი გამოიყენება ზედაპირზე თერმული მეთოდით ბეჭდვისთვის. დანადგარს ყველაზე ფართო გამოყენება ტექსტილის ზედაპირზე ბეჭდვაში აქვს. თერმული პრესის მუშაობის პრინციპი შემდეგია – ზედა, მოძრავი ნაწილი ცხელდება მითითებულ ტემპერატურაზე, ხოლო ქვედა რეზინის ნაწილზე კი თავსდება ტექსტილი ან სხვა მატერიალი. ტექსტილზე ვადებთ თერმულ მასალას, რის შემდეგაც ვკეტავთ დანადგარს. დახურვის შედეგად მხურვალე ზედაპირი ედება ტექსტილსა და თერმულ მასალას, რის შედეგადაც ხდება მასალის ჩადნობა.

Solway-ის პრესები იწარმოება კონტრაქტორ კომპანიასთან, ჩინეთში, კომპანია სოლვეის ხარისხის კონტროლის ქვეშ, რაც არის გარანტია გრძელვადიანი მუშაობისა და სტაბილურობის. ჩვენთან მიიღებთ ტრეინინგს, კონსულტაციასა და სერვისს დაზიანებულ პრესზე.

მსგავსი პროდუქტები