მაღალი წარმადობის თერმული პრესი არის სრულიად ავტომატური, იკეტება ღილაკით და იღება ავტომატურად, მითითებული დაპრესვის დროის დასრულების შემდეგ. მას ორი მთავარი უპირატესობა აქვს:
- გააჩნია 2 დაფა, რაც ოპერატორს აძლევს საშუალებას, ტრანსფერისთვის საჭირო დრო არ დაკარგოს და შემდეგი ფაზის მოსწორებისთვის გამოიყენოს. შედეგად, ბეჭდვის დრო თითქმის 50% მდე მცირდება
- ოპერირების ავტომატურობა – ვინაიდან პრესს არ ჭირდება ხელით გახსნა-დახურვა, ოპერატორს შეუძლია ყურადღება სხვა პროცედურებზე მომართოს მაგ. ანაბეჭდის მომზადებისთვის, თერმული მასალის მოსწორებისთვის და ა.შ.
თერმულ წნეხს გააჩნია მოძრავი Swing ტიპის გაცხელებადი ზედაპირი და გამოსაგორებელი საბაზო ზედაპირი. პრესის ეს ორი თვისება იძლევა საბეჭდ ზედაპირზე იდეალურ წვდომას, და მაქსიმალურად ამცირებს მიდგომის პრობლემას, საბეჭდ ზედაპირზე მატერიალისა და საბეჭდი მასალის განთავსებისთვის იძლევა მაქსიმალურ ხილვადობასა და კომფორტს.
გაითვალისწინეთ რომ დანადგარის ოპერირებისთვის საჭიროა კომპრესორი.
თერმო პრესი გამოიყენება ზედაპირზე თერმული მეთოდით ბეჭდვისთვის. დანადგარს ყველაზე ფართო გამოყენება ტექსტილის ზედაპირზე ბეჭდვაში აქვს. თერმული პრესის მუშაობის პრინციპი შემდეგია – ზედა, მოძრავი ნაწილი ცხელდება მითითებულ ტემპერატურაზე, ქვედა, რეზინის ნაწილზე კი თავსდება ტექსტილი ან სხვა მატერიალი. ტექსტილზე ვადებთ თერმულ მასალას, რის შემდეგაც ვკეტავთ თერმო პრესს. დახურვის შედეგად მხურვალე ზედაპირი ედება ტექსტილსა და თერმულ მასალას, რის შედეგადაც ხდება ტექსტილზე თერმული მასალის ჩადნობა.
Solway-ის პრესები იწარმოება კონტრაქტორ კომპანიასთან, ჩინეთში, კომპანია სოლვეის ხარისხის კონტროლის ქვეშ, რაც არის გარანტორი გრძელვადიანი მუშაობისა და სტაბილურობის. ჩვენთან მიიღებთ ტრეინინგს, კონსულტაციას და სერვისს დაზიანებულ პრესზე.