შესვლა/რეგისტრაცია
Search
Close this search box.

gih000 Hammer მაისური უნისექსი

18.17 

S
M
L
XL
2XL
gih000bl შავი
18.17 

294 საწყობშია

18.17 

504 საწყობშია

18.17 

295 საწყობშია

18.17 

347 საწყობშია

18.17 

439 საწყობშია

gih000wh თეთრი
18.17 

128 საწყობშია

18.17 

163 საწყობშია

18.17 

76 საწყობშია

18.17 

218 საწყობშია

18.17 

254 საწყობშია

Items: 0

Total: 0.00 

Gildan ის ფირმის მაღალი ხარისხის gih000 Hammer მაისური გამოირჩევა თავის მედეგობით რეცხვისას და მოხმარებისას ფერის გახუნების, და გაწელვის წინააღმდეგ. მაისურში გამოყენებულია მრავალი ტექნოლოგია რაც მას დამატებით სიმტკიცეს და კომფორტს სძენს ხმარებაში. პირველ რიგში აღსანიშნავია რომ მაისურები იწარმოება მილის ფორმის ტექსტილისგან, ამიტომაც მათ, გვერდზე, ნეკნებთან, ვერტიკალური ნაკერი არ აქვს, რაც მაისურის მოხმარებას გაცილებით კომფორტულს ხდის. ვინაიდან ნაკერი უფრო მყარია ვიდრე დანარჩენი ტექსტილი, ნაკერიანი მაისურები უფრო მეტად იკეთებენ ნაკეცს. ამასთან ერტად, არასასურველი ნაკეცების აღმოსაფხვრელად, მაისურის წარმოებისას გამოიყენება ბრუნვადი ქსოვის მეთოდი. მაისურის ძირითადი ნაწილი ქსოვისას ჰორიზონტალურად ბრუნავს. მისი ნართი ირიბად მიემართება ვერტიკალური მიმართულებით. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით მაისური ვერტიკალურად მეტად მტკიცეა დგომაში, არ იკეთებს უცნაურ ნაკეცებს და ზედაპირზე არ ჩნდება მოშვებული ადგილები.

აღსანიშნავია ასევე რომ gih000 Hammer მაისური ნაწარმოებია დახვეული, დაწვრილებული, გამკვრივებული, 100% ბამბის ნართით. მაისურის წარმოების ეს ტექნოლოგია გაცილებით მტკიცე პროდუქტს ქმნის, იგი არ კარგავს ფორმას და არ იხევა. ვინაიდან ძაფი წვრილი და მედეგია, მაისურის მოქსოვა ხდება ვიწრო დაშორებებით, ხშირი ძაფით. სწორედ ამიტომ მაისურის ზედაპირი მაქსიმალურად გლუვია, რაც იდეალურია ყველა საბეჭდი ტექნოლოგიის გამოყენებისთვის.

საყელოს და სახელურებს დაჰყვება დამატებითი ჩანართი ნაჭერში რომელიც ტექსტილის ნაკერს ფარავს. ეს ვიზუალური ესთეტიურობის გარდა, მაისურს სძენს დამატებით სირბილეს გადაკერების ადგილებში.

მაისური განსაზღვრულია დაბრენდვისა და სარეკლამო მოხმარებისთვის. ამიტომაც მისი იარლიყი იხევა ხელით, და არ ტოვებს ნაკვალებს. ამით სარეკლამო კომპანიებისთვის გაცილებით მარტივდება პროდუქტის გადაბრენდვა.

ორმაგი ნაკერი სახელოებსა და მაისურის ქვედა უკიდურეს ნაწილში უზრუნველყოფს მის გამძლეობას.

203 გრამიანი მაისური მსუბუქი სატარებელია, აქვს იდეალური გაუმჭვირვალობა და ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი შეინარჩუნებს სიგრილეს.

 

მსგავსი პროდუქტები

მენიუ