giL64000 ქალის მაისური

Original price was: 10.82 ₾.Current price is: 8.31 ₾.

S
M
L
XL
giL64000bl შავი
Original price was: 10.82 ₾.Current price is: 8.31 ₾.

789 საწყობშია

Original price was: 10.82 ₾.Current price is: 8.31 ₾.

277 საწყობშია

Original price was: 10.82 ₾.Current price is: 8.31 ₾.

216 საწყობშია

Original price was: 10.82 ₾.Current price is: 8.31 ₾.

271 საწყობშია

giL64000wh თეთრი
Original price was: 10.82 ₾.Current price is: 8.31 ₾.

162 საწყობშია

Original price was: 10.82 ₾.Current price is: 8.31 ₾.

185 საწყობშია

Original price was: 10.82 ₾.Current price is: 8.31 ₾.

162 საწყობშია

Original price was: 10.82 ₾.Current price is: 8.31 ₾.

317 საწყობშია

Items: 0

Total: 0.00 

Gildan ის ფირმის მაღალი ხარისხის მაისური გამოირჩევა თავის მედეგობით რეცხვისას და მოხმარებისას ფერის გახუნების, და გაწელვის წინააღმდეგ. მაისურში გამოყენებულია მრავალი ტექნოლოგია რაც მას დამატებით სიმტკიცეს და კომფორტს სძენს ხმარებაში. პირველ რიგში აღსანიშნავია რომ მაისურები იწარმოება მილის ფორმის ტექსტილისგან, ამიტომაც მათ, გვერდზე, ნეკნებთან, ვერტიკალური ნაკერი არ აქვს, რაც მაისურის მოხმარებას გაცილებით კომფორტულს ხდის. ვინაიდან ნაკერი უფრო მყარია ვიდრე დანარჩენი ტექსტილი, ნაკერიანი მაისურები უფრო მეტად იკეთებენ ნაკეცს. ამასთან ერტად, არასასურველი ნაკეცების აღმოსაფხვრელად, მაისურის წარმოებისას გამოიყენება ბრუნვადი ქსოვის მეთოდი. მაისურის ძირითადი ნაწილი ქსოვისას ჰორიზონტალურად ბრუნავს. მისი ნართი ირიბად მიემართება ვერტიკალური მიმართულებით. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით მაისური ვერტიკალურად მეტად მტკიცეა დგომაში, არ იკეთებს უცნაურ ნაკეცებს და ზედაპირზე არ ჩნდება მოშვებული ადგილები.

აღსანიშნავია ასევე რომ მაისური ნაწარმოებია დახვეული, დაწვრილებული, გამკვრივებული, 100% ბამბის ნართით. მაისურის წარმოების ეს ტექნოლოგია გაცილებით მტკიცე პროდუქტს ქმნის, იგი არ კარგავს ფორმას და არ იხევა. ვინაიდან ძაფი წვრილი და მედეგია, მაისურის მოქსოვა ხდება ვიწრო დაშორებებით, ხშირი ძაფით. სწორედ ამიტომ მაისურის ზედაპირი მაქსიმალურად გლუვია, რაც იდეალურია ყველა საბეჭდი ტექნოლოგიის გამოყენებისთვის.

საყელოს და სახელურებს დაჰყვება დამატებითი ჩანართი ნაჭერში რომელიც ტექსტილის ნაკერს ფარავს. ეს ვიზუალური ესთეტიურობის გარდა, მაისურს სძენს დამატებით სირბილეს გადაკერების ადგილებში.

მაისური განსაზღვრულია დაბრენდვისა და სარეკლამო მოხმარებისთვის. ამიტომაც მისი იარლიყი იხევა ხელით, და არ ტოვებს ნაკვალებს. ამით სარეკლამო კომპანიებისთვის გაცილებით მარტივდება პროდუქტის გადაბრენდვა.

ორმაგი ნაკერი სახელოებსა და მაისურის ქვედა უკიდურეს ნაწილში უზრუნველყოფს მის გამძლეობას.

150 გრამიანი მაისური მსუბუქი სატარებელია, აქვს იდეალური გაუმჭვირვალობა და ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი შეინარჩუნებს სიგრილეს.

ზომების ცხრილი

S M L XL 2XL
პროდუქტის სიმაღლე 64 67 69 71 72
მაისურის სიგანე 41 43 47 50 56
სახელოს სიგრძე 29 30 32 34 36

მსგავსი პროდუქტები