შესვლა/რეგისტრაცია
Search
Close this search box.

JY105 ამრეკლი ფირი

0.56 0.73 

ფერი
Price
ნაცრისფერი
0.56 

8900 საწყობშია

ყვითელი
0.73 

არ არის მარაგში

Items: 0

Total: 0.00 

FLEX-ის ტიპის თერმო ფირი. გააჩნია მაღალი ხარისხის ზედაპირი, რაც იძლევა მარტივი სერვისა და გასუფთავების საშუალებას. თემო პრესით ქსოვილზე გადატანის შემდეგ აქვს შუქამრეკლი ფუნქცია, განსაკუთრებით სიბნელეში. გამოიყენება სამშენებლო და საგზაო ჟილეტების დასამზადებლად, სპეც უნიფორმების, სახანძრო და სამაშველო ეკიპირების, ასევე მაისურებზე, ჰუდებზე, ჩანთებსა და სხვა ტიპის ტექსტილზე. მასალა წარმოდგენილია რამოდენიმე ფერში, მათგან ყველას აქვს მაღალი ამრეკლობა.

ფირზე მუშაობა საკმაოდ ადვილია და მოიცავს რამოდენიმე ნაბიჯს.

 

1 – საჭიროა ვიზუალური პროგრამა, რომელშიც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ლოგოს ან წარწერის შექმნას. ფაილი აუცილებლად უნდა შეინახოთ Vector ფორმატში (მაგ. .ai ; .eps ; .pdf ; .svg).

2  – საჭრელ პლოტერში უნდა მოვათვსოთ თვენთვის სასურველი ფერის Flex_ის ფირი და აპარატი უმაღლესი სიზუსტითა და ცდომილების გარეშე ამოსერავს სასურველ ლოგოს ან წარწერას.

3 – ამოჭრის შემდეგ ზედმეტი დეტალებისგან გავათვისუფლოთ, გავფრცქვნათ ფირი

4- თერმო პრესი უნდა გააცხელოთ იმ ტემპერატურაზე, რაც მოცემულია კონკრეტული მასალის სპეციფიკაციის ცხრილში.

5 – მოვათავსოთ ტექსტილი თერმო პრესის ქვეშ 5 წამის განმავლობაში.

6 – ტექსტილზე, სასურველ ადგილას განათვსებთ ამოსერილ Flex-სს და გარკვეული წნევით  და დროით ვაჩერებთ თრმო პრესის ქვეშ.

7 – გახსნისას ფირს უნდა მოშორდეს სილიკონის დამცავი შრე. ასევე რეკომენდირებულია დამატებითი 3 წამიანი დაწნეხვა, რათ მივიღოთ იდეალური შედეგი.

 

ტექსტილზე ლოგოს/წარწერის გადაყვანა შესრულებულია!

მსგავსი პროდუქტები

მენიუ