16.38 ₾
Sol’s-ის ფირმის მაღალი ხარისხის so11500 მაისური გამოირჩევა თავის მედეგობით რეცხვისას და მოხმარებისას ფერის გახუნების, და გაწელვის წინააღმდეგ. მაისურში გამოყენებულია მრავალი ტექნოლოგია რაც მას დამატებით სიმტკიცეს და კომფორტს სძენს ხმარებაში. პირველ რიგში აღსანიშნავია რომ მაისურები იწარმოება მილის ფორმის ტექსტილისგან, ამიტომაც მათ, გვერდზე, ნეკნებთან, ვერტიკალური ნაკერი არ აქვს, რაც მაისურის მოხმარებას გაცილებით კომფორტულს ხდის. ვინაიდან ნაკერი უფრო მყარია ვიდრე დანარჩენი ტექსტილი, ნაკერიანი მაისურები უფრო მეტად იკეთებენ ნაკეცს. ამასთან ერტად, არასასურველი ნაკეცების აღმოსაფხვრელად, მაისურის წარმოებისას გამოიყენება ბრუნვადი ქსოვის მეთოდი. მაისურის ძირითადი ნაწილი ქსოვისას ჰორიზონტალურად ბრუნავს. მისი ნართი ირიბად მიემართება ვერტიკალური მიმართულებით. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით მაისური ვერტიკალურად მეტად მტკიცეა დგომაში, არ იკეთებს უცნაურ ნაკეცებს და ზედაპირზე არ ჩნდება მოშვებული ადგილები.
აღსანიშნავია ასევე რომ so11500 მაისური ნაწარმოებია დახვეული, დაწვრილებული, გამკვრივებული, 100% ბამბის ნართით. მაისურის წარმოების ეს ტექნოლოგია გაცილებით მტკიცე პროდუქტს ქმნის, იგი არ კარგავს ფორმას და არ იხევა. ვინაიდან ძაფი წვრილი და მედეგია, მაისურის მოქსოვა ხდება ვიწრო დაშორებებით, ხშირი ძაფით. სწორედ ამიტომ მაისურის ზედაპირი მაქსიმალურად გლუვია, რაც იდეალურია ყველა საბეჭდი ტექნოლოგიის გამოყენებისთვის.
საყელოს და სახელურებს დაჰყვება დამატებითი ჩანართი ნაჭერში რომელიც ტექსტილის ნაკერს ფარავს. ეს ვიზუალური ესთეტიურობის გარდა, მაისურს სძენს დამატებით სირბილეს გადაკერების ადგილებში.
მაისური განსაზღვრულია დაბრენდვისა და სარეკლამო მოხმარებისთვის. ამიტომაც მისი იარლიყი იხევა ხელით, და არ ტოვებს ნაკვალებს. ამით სარეკლამო კომპანიებისთვის გაცილებით მარტივდება პროდუქტის გადაბრენდვა.
ორმაგი ნაკერი სახელოებსა და მაისურის ქვედა უკიდურეს ნაწილში უზრუნველყოფს მის გამძლეობას.
150 გრამიანი მაისური მსუბუქი სატარებელია, აქვს იდეალური გაუმჭვირვალობა და ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი შეინარჩუნებს სიგრილეს.
8.26 ₾ – 11.04 ₾
19.74 ₾
36.69 ₾ – 40.71 ₾
5244.01 ₾
28430.78 ₾
19.73 ₾ – 39.46 ₾
305.19 ₾ – 465.24 ₾
3084.71 ₾ – 5483.94 ₾
სამუშაო განრიგი:
– ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 18:00
– შაბათი | 11:00 – 16:00