MINI 8-6, მობილურის დამცავი ფირის საჭრელი პლოტერი

3294.62 

2 საწყობშია

ეს საჭრელი პლოტერი გამოიყენება ტელეფონისა და პლანშეტების დამცავი ფირის გამოსაჭრელად. ეს დანადგარი მოგცემთ საშუალებას დაასაწყობოთ არა ტელეფონის  და პლანშეტის ფორმაზე წინასწარ გამოჭრილი ფირი, არამედ უნივერსალური ფირი, რომლის გამოსერვასაც შეძლებთ უშუალოდ მოთხოვნის შესაბამისად.

პლოტერის მოხმარება უკიდურესად მარტივია, არ მოითხოვს კომპიუტერთან დაკავშირებას, აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომელზეც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ტელეფონის მოდელი, ჩადოთ ფირი, დააჭიროთ დაჭრას და დაელოდოთ შედეგს. გამოსაჭრელად სულ საჭიროა რამოდენიმე წამი.

დანადგარი უკავშირდება უსადენო ინტერნეტს, რისი მეშვეობითაც მუდმივად ანახლებს ტელეფონის მოდელების ბაზას.

სასერი პლოტერის დანიშნულებაა აბსოლუტური სიზუსტით გამოსეროს ნებისმიერი ტიპის საბეჭდი თუ ფერადი თერმული ფირი, სტიკერი, ქაღალდი და ა.შ. მისი მეშვეობით ამზადებენ მაისურებს, კეპებს, წარწერებს მანქანებსა და ვიტრინებზე, ტაბლოებს და სხვა მრავალს.

Solway ს საჭრელი პლოტერი დამზადებულია კონტრაქტორ კომპანიასთან თანამშეომლობით, მაღალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების საწარმოში, სოლვეის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ პროდუქციის ხარისხს და გთავაზობთ როგორც საგარანტიო პერიოდს, ასევე სერვისს. პლოტერს კომპლექტაციაში მოყვება: პროგრამა (Signmaster), რომელიც მას დააკავშირებს კომპიუტერთან,  2 ცალი 45 გრადუსიანი და 1 ცალი 60 გრადუსიანი საჭრელი დანა. დანის შეცვლა ხდება სამუშაო მასალის სისქის მიხედვით. ძირითადად ბაზარზე არსებულ თერმო მასალებზე სამუშოდ გამოიყენება 30°, 45° და 60° დანის პირები.

მსგავსი პროდუქტები