3012.68 ₾ – 5355.87 ₾
სასერი პლოტერი V სერია არის ყველაზე გაყიდვადი სერია ჩვენს ასორტიმენტში. იგი მაღალი სიზუსტით ჭრის მასალას, რის შედეგადაც გასუფთავება არის უკიდურესად მარტივი. ამ პლოტერისთვის სირთულეს არ წარმოადგენს წვრილი დეტალების სერვა და მუშაობს მასალების ფართო სპექტრზე. V სერიაზე შესაძლებელია კალათის გამოყენება. მისი დადგმა შეიძლება როგორც მაგიდაზე, ასევე საკუთარ ფეხებზე.
დანადგარს გააჩნია ოპტიკური თვალი რისი მეშვეობითაც შესაძლებელია უკვე დაბეჭდილი ფირის მაქსიმალური სიზუსტით ნაბეჭდ კონტურზე გამოსერვა, რაც გულისხმობს რომ შეგიძლიათ დაბეჭდოთ ფირი, ხოლო შემდეგ გამოსეროთ კონტურზე, ამის შედეგად მიიღებთ ანაბეჭდს, ოთხკუთხედი ფონის გარეშე.
სასერი პლოტერის დანიშნულებაა აბსოლუტური სიზუსტით გამოსეროს ნებისმიერი ტიპის საბეჭდი თუ ფერადი თერმული ფირი, სტიკერი, ქაღალდი და ა.შ. მისი მეშვეობით ამზადებენ მაისურებს, კეპებს, წარწერებს მანქანებსა და ვიტრინებზე, ტაბლოებს და სხვა მრავალს.
Solway ს საჭრელი პლოტერი დამზადებულია კონტრაქტორ კომპანიასთან თანამშეომლობით, მაღალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების საწარმოში, სოლვეის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ პროდუქციის ხარისხს და გთავაზობთ როგორც საგარანტიო პერიოდს, ასევე სერვისს. პლოტერს კომპლექტაციაში მოყვება: პროგრამა (Signmaster), რომელიც მას დააკავშირებს კომპიუტერთან, 2 ცალი 45 გრადუსიანი და 1 ცალი 60 გრადუსიანი საჭრელი დანა. დანის შეცვლა ხდება სამუშაო მასალის სისქის მიხედვით. ძირითადად ბაზარზე არსებულ თერმო მასალებზე სამუშოდ გამოიყენება 30°, 45° და 60° დანის პირები.
43.75 ₾ Original price was: 43.75 ₾.38.07 ₾Current price is: 38.07 ₾.
5021.13 ₾
52.89 ₾
65.27 ₾
39.50 ₾
19.42 ₾
38.16 ₾
943.97 ₾
სამუშაო განრიგი:
– ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 18:00
– შაბათი | 11:00 – 16:00