DTF ფირი/ფურცლები

3.39 372.96 

ზომა
Price
A3
3.39 

5575 საწყობშია

600mm*100m
372.96 
300mm*100m
196.65 

Items: 0

Total: 0.00 

არტიკული: VARG-PET Film კატეგორიები: , ჭდეები: , , ,

ეს მაღალი ხარისხის ფირი გამოიყენება DTF ტექნოლოგიით ბეჭდვისთვის. ამ ფირს შეუძლია შეიწოვოს დიდი რაოდენობის საღებავი რაც თავიდან გვაცილებს საღებავის ჩამოწუწვის პრობლემას. ფირი შექმნილია ისე, რომ ორივე მხარე საბეჭდი მხარეა, ერთი მხარეზე ბეჭდვის შემთხვევაში, თერმო პრესით გადატანის შემდეგ, ფირი გაციებულზე უნდა ააძროთ, ხოლო მეორე მხრიდან ბეჭდვის შემთხვევაში, ფირი ცხელზევე ძვრება.

DTF (Direct to Film) ტექნოლოგია არის ფირზე პირდაპირ ბეჭდვის მეთოდი. ასეთი ბეჭდვის დროს, DTF საბეჭდი დანადგარის მეშვეობით ესხმევა CMYK ანაბეჭდი, ხოლო ზემოდან თეთრი, დამფარავი საღებავი. დაბეჭდილი მასალა შემდეგ გადის ე.წ. Shaker ში. მისი მთავარი ფუნქცია საღებავზე სპეციალური ფხვნილის განაწილებაა. ვინაიდან მასალაზე საღებავი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ სველია, ფხვნილი ადვილად ეწებება საღებავის ბოლო, თეთრ შრეს. ფხვნილით დაფარული ანაბეჭდი შედის ღუმელში, რომელშიც ხდება ფხვნილის დადნობა და საღებავის გაშრობა. ღუმელიდან ფირი ავტომატურად ეხვევა რულონზე. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, შესაძლებელია ნაბეჭდის უშუალოდ ტექსტილზე გადატანა.

ნაბეჭდის ტექსტილზე გადატანისთვის, უნდა მოათავსოთ ტექსტილი თერმო პრესში, დაადოთ ნაბეჭდი მასალა ზევიდან და დაწნეხოთ რამოდენიმე წამი.

რულონური DTF ფირი გამოიყენება DTF დანადგარზე ბეჭდვისთვის, ხოლო ა4 და ა3 ზომები საჭიროა პრინტერზე საბეჭდად. DTF-ის ფურცლები თავსებადია სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან, მათ შორის ბამბასთან, პოლიესტერთან, ნარევებთან და ზოგიერთ არატექსტილ ზედაპირთანაც კი. ნაბეჭდი გამოდის ელასტიური და წელვადი.

მსგავსი პროდუქტები