ინსტრუქცია – ჭავლური თერმო ფურცლები

ჭავლური თერმულად გადასაყვანი ფურცლების გამოყენება შეიძლება მრავალი ტიპის ზედაპირზე, მათ შორის ქსოვილებზე მაუსის პადებზე, ჭიქის დასადებებზე, ფაზლებსა და ტყავის ნაწარმზე.
თერმო ფურცლებზე დაბეჭდვა შეგიძლიათ მაგიდის ჭავლური პრინტერით. ზედაპირის შესაბამისად, არსებობს ორი ტიპის ჭავლური ფურცლები: ღია და მუქი ტექსტილისთვის, მათი გადაყვანის პროცესი შეგიძლიათ იხილოთ ქვევით.

ღია ტექსტილისთვის (Jet Pro SS):

ᲑᲔᲭᲓᲕᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲐ:

1. დაბეჭდეთ სურათი სარკულად

2. თუ გსურთ, მოაჭერით დაუბეჭდავი სივრცეები

ᲒᲐᲓᲐᲧᲕᲐᲜᲐᲛᲓᲔ:

1.მოამზადეთ ქსოვილი – თერმო პრესის საშუალებით დარწმუნდით რომ ქსოვილის ზედაპირი მშრალია და არ აქვს ნაკეცები.

ᲒᲐᲓᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲐ:

1. დაადეთ ქსოვილს ფურცელი ნაბეჭდი მხრიდან (ფურცლის უკანა მხარეს უნდა ხედავდეთ).

2. მოათავსეთ თერმოპრესის ქვეშ და დააწექით 30 წამის განმავლობაში 190°C, საშუალოდან მაღალ წნევამდე (3-დან 5 ბარამდე).

3. დააცადეთ ფურცელს ოდნავ გაგრილება, ისე რომ ხელები არ დაიწვათ.

4. ააძრეთ ფურცელი სანამ ის ცხელია თანაბარი მოძრაობით (ფურცლის აძრობა შესაძლებელია ნებისმიერ ტემპერატურაზე, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი შედეგის მიღება გსურთ – როგორი ფაქტურის ზედაპირის)

5. ურბილესი შედეგისთვის სწრაფად გაწელეთ ქსოვილი ყველა მხარეს სანამ ის ცხელია. თუ გაციების შემდეგ ააძრობთ, სწრაფად კვლავ მოათავსეთ თერმო პრესის ქვეშ და დააწექით პერგამენტის ქაღალდით ან ტეფლონის ფურცლით

ᲠᲔᲪᲮᲕᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲐ:

გადმოაბრუნეთ ქსოვილი (ნაბეჭდი მხარე შიგნით რომ მოექცეს) და გარეცხეთ ცივ წყალში რბილი სარეცხი საშუალების გამოყენებით. არ გამოიყენოთ მათეთრებელი. საშრობ მანქანაში დაბალი სითბოს რეჟიმზე გააშრეთ. თუკი გადაწყვეტთ ნაბეჭდი ადგილის გაუთოვებას, დააფარეთ სურათს პერგამენტი (ან საცხობი ქაღალდი) და გაწელეთ სანამ ის ცხელია.

მუქი ტექსტილისთვის (Jet Opaque):

ᲑᲔᲭᲓᲕᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲐ:

1. დაბეჭდეთ სურათი ფურცლის თეთრ მხარეს, არა-სარკულად, ისე, რომ გამოსახულებას სწორად ხედავდეთ

2. თუ გსურთ, მოაჭერით დაუბეჭდავი სივრცეები.

ᲒᲐᲓᲐᲧᲕᲐᲜᲐᲛᲓᲔ:

1. მოამზადეთ ქსოვილი, დარწმუნდით რომ ზედაპირი სუფთა, მშრალი და უნაოჭოა ტანსაცმლის საწმენდისა და თერმო პრესის დახმარებით.

ᲒᲐᲓᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲐ:

1. ოდნავ მოხარეთ კუთხე ნაბეჭდისთვის ფურცლის უკანა დამცავი ფენის მოსაძრობად.

2. დაადეთ ქსოვილს ფურცელი ისე, რომ ნაბეჭდი მხარე ზემოდან ჩანდეს (სწორი გამოსახულება თქვენ გიყურებდეთ).

3. სრულად დაფარეთ სურათი ერთი ცალი პერგამენტის ქაღალდით/ტეფლონის ფურცლით.

4. დააწექით თერმო პრესით 30 წამის განმავლობაში 190 °C-ზე, საშუალოდან დიდამდე წნევით (3-დან 5 ბარამდე).

5. გაციების შემდეგ, ააძრეთ პერგამენტის/ტეფლონის ფურცელი თანაბარი მოძრაობით.

ᲠᲔᲪᲮᲕᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲐ:

გადმოაბრუნეთ ქსოვილი (ნაბეჭდი მხარე შიგნით რომ მოექცეს) და გარეცხეთ ცივ წყალში რბილი სარეცხი საშუალების გამოყენებით. არ გამოიყენოთ მათეთრებელი. საშრობ მანქანაში დაბალი სითბოს რეჟიმზე გააშრეთ. თუკი გადაწყვეტთ ნაბეჭდი ადგილის გაუთოვებას, დააფარეთ სურათს პერგამენტის (საცხობი) ქაღალდი.

გაითვალისწინეთ: პრინტერები და თერმო პრესები განსხვავდებიან სიზუსტით, აქედან გამომდინარე რეკომენდაციას გიწევთ თავად, თქვენი აღჭურვილობით გამოსცადოთ ფურცლები იდეალური შედეგისთვის.